Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მე-9 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „შორეული აღმოსავლეთი -ისტორია, თანამედროვეობა და სამომავლო გამოწვევები“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის „შორეული აღმოსავლეთის მიმართულება“ 2026 წლის 7-8 მაისს ატარებს მე-9 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „შორეული აღმოსავლეთი -ისტორია, თანამედროვეობა და სამომავლო გამოწვევები“.

კონფერენციის მოხსენებათა თემატიკა: ისტორია, პოლიტიკა, განათლება, რელიგია, ენა და ლიტერატურა, ხელოვნება, საერთაშორისო ურთიერთობები, ეკონომიკა, კულტურა, სოციალური და გენდერული საკითხები.

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ: პროფესორ-მასწავლებლებს და დოქტორანტებს. მსურველებმა უნდა გამოგზავნონ განაცხადი (იხ. განაცხადის ფორმა) და თეზისები ქართულ და ინგლისურ ენებზე 2026 წლის 8 აპრილის ჩათვლით შემდეგ მისამართზე:  fec@tsu.ge.


კონფერენციის რეგლამენტი:  მოხსენება - 15 წუთი, მსჯელობა - 5 წუთი.


თეზისების გაფორმების წესი:  ფონტი - Sylfaen, ფონტის ზომა - 11, ინტერვალი - 1,5, მოცულობა - დაახლოებით 250 სიტყვა.

საკონტაქტო პირები: ნანა გელაშვილი  nana.gelashvili@tsu.ge ; თათია მემარნიშვილი  tatia.memarnishvili@tsu.ge

თარიღი: 09/12/2025